მსახიობი შარლიზ ტერონი საზოგადოებრივი ნორმების დარღვევას განაგრძობს: კაბებისა და პრინცესას გვირგვინების შემდეგ, ვარსკვლავის ვაჟიშვილი უკვე დეკორატიულ კოსმეტიკასაც იყენებს.
ამ დღეებში ტერონი შვილებთან ერთად Japanese American Cultural & Community-ში შენიშნეს. ის ფაქტი, რომ 6 წლის ჯექსონს ბალერინას კაბა და პუანტები ეცვა, ხოლო თმა დაწნული ჰქონდა, საზოგადოებას დიდად არ გაკვირვებია, თუმცა მისმა ტუჩსაცხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ჯექსონი საცეკვაო დადგმაში მონაწილეობდა და ტუჩსაცხი მისი სცენური იმიჯის ერთ-ერთი ნაწილი იყო.
მსახიობი ხშირად აღნიშნავს, რომ ის გამოხატვის თავისუფლების მომხრეა, განსაკუთრებით კი თუ ეს მის შვილებს ეხებათ.

