ბენ აფლეკი 52-ე იუბილეს აღნიშნავს. როგორც მედია იუწყება, მსახიობს წვეულება არ მოუწყვია და მხოლოდ ვიწრო წრეში იზეიმა დაბადების დღე, რომელსაც მეუღლე, ჯენიფერ ლოპესი არ დასწრებია.
სამაგიეროდ პაპარაცებმა ბენის სახლთან, რომელიც ბრენტვუდში მდებარეობს, მისი ექს-მეუღლე და შვილები დედა, ჯენიფერ გარნერი დააფიქსირეს.
ცნობისთვის, ბენ აფლეკსა და ჯენიფერ გარნერს საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ. მაშინაც კი, როცა ბენი და ჯეი ლო ახლად დაქორწინებულები იყვნენ, ბენი არ წყვეტდა ექს- მეუღლესთან შეხვედრებს. პაპარაცებმა ისინი ერთად, თბილად საუბრის და ჩახუტების დროს არაერთხელ გადაიღეს.
ჯეი ლოს იუბილეს სტუმრების სიიდან ამოშლილ ბენ აფლეკს, ექს-მეუღლე, ჯენიფერ გარნერი ანუგეშებს