LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენ, ხომ არ ჯობია მას შეეხმიანო?“ – ანა დე არმასის ახალი ინტერვიუ მედიას იპყრობს

261
page

ბენ აფლეკის ყოფილმა შეყვარებულმა, მსახიობმა ანა დე არმასმა გამოცემა E!-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან ჰოლივუდის ქაოსიდან გაქცევასა და მშვიდად ცხოვრებაზე ისაუბრა.

ირკვევა, რომ ბენ აფლეკთან განშორების შემდეგ, ანამ გარეუბანში, ვერმონტში, 7 მილიონ დოლარად სახლი შეიძინა, სადაც მშვიდად ცხოვრობს.

„ჩემი აზრით, მშვიდად ცხოვრებას ყველა იმსახურებს, ჩვენ ყველას გვაქვს უფლება, ისეთი ცხოვრება მოვიწყოთ, როგორიც გვსურს. ისეთი კარგია ქაოსისგან გაქცევა“, – აცხადებს ანა.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტსივრცეში ინტერვიუს ამონარიდი უყურადღებოდ არ დარჩენილა.

„ბენიც სწორედ ამ სიმშვიდეს ეძებს, რაც ჯეი ლომ ვერ მისცა, ამიტომ ბენ, ხომ არ ჯობია, შეეხმიანო ანა დე არმასს?“, „ბენი და ანა შესანიშნავი წყვილი იყო, მათ სულაც არ სჭირდებოდათ წითელი ხალიჩები“, – არ წყდება საუბრები „ექს“-წყვილის შესახებ, რომელიც ერთმანეთს 2021 წელს დაშორდა.

აღსანიშნავია, რომ დაშორების გადაწყვეტილებას თავად ანამ მიიღო, მას შემდეგ ბენი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და კვლავ ალკოჰოლს მიეძალა.

იპოვეთ განსხვავება – ბენ აფლეკი ჯეი ლოსთან განშორებისა და ანა დე არმასთან განშორების შემდეგ – უახლესი ფოტოები

ვიდეო: ახალი ეროტიკული ტრილერი ბენ აფლეკისა და ანა დე არმასის მონაწილეობით

ანა დე არმასი და ბენ აფლეკი ერთწლიანი თავბრუდამხვევი რომანის შემდეგ დაშორდნენ – მიზეზი ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები