ლონდონში, მადონას კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და ძვირადღირებული კლიპის გადაღებები დასრულდა. ინსაიდერის თქმით, ვიდეო პოპის დედოფლის მომავალი დისკის ლიდ სინგლზე გადაიღეს.
გადაღებები ოთხი დღის განმავლობაში, დასავლეთ ლონდონში მდებარე Black Island Studios-ში მიმდინარეობდა. მუსიკალური რგოლის მასშტაბურობაზე არაერთი დეტალი მეტყველებს.
ცნობილი გახდა, რომ გადასაღებ მოედანზე 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 40-დან 250-მდე მოცეკვავე და მოდელი მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კლიპი მოიცავს ავტოკატასტროფის დრამატულ სცენას, ხმაურიან რეივ-წვეულებას საწყობში და საჰაერო აკრობატულ ნომრებს.
ვიდეო ფუტურისტული და ავანგარდული იქნება, რომელშიც მუსიკოსი ,,დოლჩე და გაბანას” ლუქით მოგვევლინება.
მუსიკალურ რგოლში ბრიტანელი ვარსკვლავებიც – ბენედიქტ კამბერბეჩი, კეიტ მოსი და გვენდოლინ კრისტი გამოჩნდებიან.
შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე, სავარაუდოდ კი ზაფხულში, მადონა მეთხუთმეტე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, რომელიც 2005 წლის საკულტო ლონგფლეის – Confessions on a Dance Floor გაგრძელება იქნება.
მადონა საბრინა კარპენტერთან კოლაბორაციას გამოუშვებს