ბექჰემების უფროსი ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემის მილიარდერმა მეუღლემ, ნიკოლა პელტცმა 30 წლის იუბილე იზეიმა.
ნიკოლამ „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, ერთ-ერთ ფოტოში ის მამასთან ერთად საზეიმო ტორტის ფონზე პოზირებს, სხვა ფოტოებში კი ბრუკლინთან არის აღბეჭდილი.
როგორც ფოტოებიდან ვიგებთ, ნიკოლა და ბრუკლინი ახალ წელს კონცერტზე შეხვდნენ.
ცნობისთვის, დევიდ ბექჰემმა 2025 წლის შეჯამება გააკეთა და წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ კადრებში ყველა მოხვდა, გარდა მისი უფროსი ვაჟის, ბრუკლინისა და მისი მეუღლის, ნიკოლა პელტცისა.
„ჩემო სიყვარულო“ – ბექჰემების უახლესი ამბები „ინსტაგრამიდან“
ნიკოლა პელტცი დუმილს არღვევს – ბექჰემების ოჯახური სკანდალი პიკზეა