LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW Neue Klasse-ის მეორე მოდელის პრემიერის თარიღი ცნობილია

107
845x845

კონცერნმა BMW-მ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ახალი თაობის ხაზის – Neue Klasse-ის მეორე მოდელის პირველი ოფიციალური თიზერი. კროსოვერ BMW iX3-ის შემდეგ ამ სერიას შეუერთდება სედანი BMW i3. ელექტრომობილის პრემიერა 18 მარტს გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, BMW i3 ტექნიკურად დიდწილად იზიარებს კროსოვერ BMW iX3-ის პლატფორმასა და ძალოვან სისტემებს. თუმცა სედანი მიიღებს საკუთარ დიზაინს, განსაკუთრებით კი განსხვავებულ ფორმას რადიატორის ცხაურის ნაწილში.

ფოტოში ჩანს, რომ ავტომობილი ვიზუალურად გარკვეულწილად კონცეპტ BMW Vision i Vision Dee-ს ჰგავს, რომელიც პირველად 2023 წელს წარადგინეს.

სავარაუდოდ, მოდელის პირველი ვერსია იქნება i3 50 xDrive. მას ექნება ორი ელექტროძრავა, რომელთა საერთო სიმძლავრე 469 ცხენის ძალა იქნება, ხოლო ბრუნვის მომენტი – 635 ნიუტონ-მეტრია. მოგვიანებით გამოჩნდება უფრო ხელმისაწვდომი მოდიფიკაციები 30 და 40 ინდექსებით, ასევე უფრო ძლიერი ვერსიებიც.

გარდა ამისა, ნახევრად ოფიციალურად უკვე საუბრობენ M-ვერსიაზეც, რომელიც შესაძლოა ოთხი ელექტროძრავით იყოს აღჭურვილი და დაახლოებით 1000 ცხენის ძალას ავითარებდეს.

ამავდროულად, BMW არ გეგმავს უარის თქმას ტრადიციულ მოდელზე BMW 3 Series. მიმდინარე წელს ეს მოდელიც შეიცვლის თაობას, შეინარჩუნებს საკუთარ პლატფორმასა და შიდა წვის ძრავებს, თუმცა დიზაინი Neue Klasse სტილში იქნება შესრულებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები