LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს სურს ელექტრომობილების გაყიდვები შიდა წვის ძრავიან მანქანებს გაუთანაბროს

121
ქირიას NEWS შაბლონი (4)

კონცერნი BMW Group გეგმავს, რომ 2030 წლისთვის ელექტრომობილების წილი საერთო გაყიდვებში 50%-მდე გაზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად მთავარი აქცენტი გაკეთდება პროექტზე Neue Klasse, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მოდელით არის წარმოდგენილი. თუმცა, გამოცემა Motor1-ის ინფორმაციით, კომპანია გეგმავს უფრო კომპაქტური და ხელმისაწვდომი ელექტრომობილების გამოშვებასაც.

BMW-მ უკვე 10 მილიარდ ევროზე მეტი ჩადო Neue Klasse-ის პროგრამაში. ეს თანხა მოხმარდა როგორც ახალი პლატფორმის განვითარებას, ისე ძრავებისა და ბატარეების შექმნას. ასევე განხორციელდა ინვესტიციები ინოვაციურ მულტიმედიურ სისტემებში, თანამედროვე გამოთვლით ბლოკებში და ბატარეების წარმოების გაფართოებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მიზნის მისაღწევად კომპანიას დაახლოებით ოთხი წელი დარჩა, 2025 წლის მონაცემებით ელექტრომობილების წილი მხოლოდ 18%-ს შეადგენს. თუმცა ზრდა სტაბილურია – მაგალითად, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 4%-ზე ოდნავ მეტი იყო.

BMW გეგმავს ბაზარზე შედარებით იაფი ელექტრომობილების გამოყვანასაც, რომლებიც არსებული BMW iX1-ზე უფრო დაბალ პოზიციას დაიკავებენ. წინასწარი ინფორმაციით, ისინი მიიღებენ სახელებს i1 და i2 და წარმოდგენილი იქნებიან ჰეტჩბეკისა და სედანის ფორმატში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები