LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Brad Style – პიჟამა-შარვალი, იისფერი კომბინეზონი და უშრეტი შარმი – 62 წლის ბრედ პიტი კუნძულ ჰიდრაზე ახალი ფილმის გადაღებებზე დააფიქსირეს

143
page

როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრედ პიტი საბერძნეთში ჩავიდა და კუნძულ ჰიდრაზე გაემგზავრა, სადაც მისი ახალი ფილმის, The Riders გადაღებები დაიწყო. მას თან ახლავს მეგობარი ქალი, ინეს დე რამონი.

საბერძნეთში მზემ გამოანათა! – მუდამ შარმიანი და გემოვნებიანი ბრედ პიტი ინეს დე რამონთან ერთად ფილმის გადაღებებზე – უახლესი ფოტოები

ფილმის რეჟისორი ედვარდ ბერგერია, ხოლო სცენარი ეფუძნება ავსტრალიელი მწერლის, ტიმ ვაინტონის ამავე სახელწოდების რომანს. წიგნი ფსიქოლოგიურ დრამას წარმოადგენს და ადამიანის შინაგან სამყაროსა და ურთიერთობების სირთულეებს იკვლევს.

გადაღებების ერთ-ერთ მთავარ ლოკაციად შერჩეულია კუნძული ჰიდრა, რომელიც თავისი უნიკალური არქიტექტურითა და ატმოსფეროთია ცნობილი. პროექტის დეტალები ჯერჯერობით სრულად არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ფილმი ემოციურად დატვირთული ისტორია იქნება.

ცხადია, 62 წლის პიტი პაპარაცების ობიექტივში ტრადიციულად თავისუფალი და ამავდროულად გემოვნებიანი „ლუქით“ გამოჩნდა.

ვიდეო: ბრედ პიტი ჰოლივუდურ ქაოსს ინეს დე რამონთა ერთად სუფთა ჰაერზე გაექცა

ხასხასა მწვანე ორეული და ულვაში – 61 წლის ბრედ პიტი პაუზის შემდეგ კვლავ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები