ბრიტანეთში წყვილმა 184 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო. ეს თანხა Euromillions-ის ლატარიის არსებობის ისტორიაში ერთი მოთამაშის მიერ ოდესმე მოგებულ ჯეკ-პოტს შორის ყველაზე მასშტაბურია. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რეკორდული მოგება გამარჯვებულებს მომღერალ ადელზე უფრო მდიდარ ადამიანებად აქცევს. ადელის ქონება ხომ მხოლოდ 92 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
ჯო და ჯეს ტვეიტები მოგებული ფულით ოცნებების ასრულებას გეგმავენ. მათ ორი შვილი ჰყავთ და მილიონებს ძირითადად მათი უზრუნველი მომავლისთვის დახარჯავენ. არადა The Sun-ის აზრით, წყვილს ტაილანდის ერთ-ერთი კუნძულის საყიდლად საკმარისი ფული აქვს.