LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა წყვილმა წუთში კოცნის რაოდენობით გინესის რეკორდი დაამყარა

108
ქირიას NEWS შაბლონი

ბრიტანელმა ჯოშუა სანდერსმა კოცნის რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა Guinness World Records-მა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს მეშვეობით.

რეკორდი ლონდონში დაფიქსირდა. ვიდეოში ჩანს, როგორ კოცნის სანდერსი საკუთარ შეყვარებულს, ჯენი ტროის, 30 წამში 146-ჯერ. ორგანიზაციის ცნობით, რეკორდი მესამე ცდაზე დაფიქსირდა. ამასთან, რეკორდსმენი იმედოვნებს, რომ მომავალში მის შედეგს ვინმე აუცილებლად გააუმჯობესებს.

რაც შეეხება კოცნის ხანგრძლივობის მსოფლიო რეკორდს, ის ტაილანდელ წყვილს ეკუთვნის. 2013 წელს, ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილ კონკურსზე, ეკაჩაი და ლაქსანა ტირანარატებმა კოცნა თითქმის ორ-ნახევარი დღის განმავლობაში გააგრძელეს. წესების მიხედვით, მონაწილეები ერთმანეთს არც ერთი წამით არ უნდა მოშორებოდნენ, ამიტომ გადაადგილებაც კი ერთად უწევდათ. 

ამგვარად, თუ ბრიტანელებმა წუთში კოცნის სიხშირით გაითქვეს სახელი, ტაილანდელმა წყვილმა რეკორდი გამძლეობით დაამყარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები