LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი სცენაზე აღარასდროს დაბრუნდება? – პოპ-ვარსკვლავი კვლავ მამის მეურვეობის ქვეშ რჩება

396
safe-image

38 წლის პოპ-ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსისა და მისი მამის, ჯეიმი სპირსის სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა. აშშ-ის სასამართლომ ბრიტნის უარი განუცხადა მოთხოვნაზე, განთავისუფლებულიყო მამის მეურვეობისგან. აღსანიშნავია, რომ ჯეიმი ქალიშვილის ქონებას უკვე  12 წელია განკარგავს. ამის მიზეზი კი ვარსკვლავის მენტალური ჯანმრთელობაა.

„სპირსმა მითხრა, რომ მამამისის ეშინია და ის სცენას აღარასდროს დაუბრუნდება, თუკი მის კარიერას ისევ ჯეიმი სპირსი გააკონტროლებს“ – აცხადებს ბრიტნის ადვოკატი.

შეგახსენებთ, არტისტი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. გასულ წელს კი ჯეიმიმ ქალიშვილს,  პერსონალურ მწვრთნელთან, სემ ასგარისთან დაქორწინების უფლება არ მისცა. ამჟამად ბრიტნის ქონება 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები