LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა საქორწინო კონტრაქტს მოაწერეს ხელი

270
safe-image

მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ბრუკლინ ბექჰემმა და 25 წლის ნიკოლა პელტცმა პანდემიის გამო ქორწილი 2021 წლისთვის გადადეს, მათ საქორწინო კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. კონტრაქტის თანახმად, თუკი ბრუკლინი და ნიკოლა განქორწინდებიან ისინი მხოლოდ იმ ქონებას გაიყოფენ, რაც ქორწინების პერიოდში დააგროვეს.

აღსანიშნავია, რომ ბექჰემების ოჯახის ქონება  350 მილიონ დოლარადაა შეფასებული, ნიკოლა პელტცის ანგარიშზე კი 1,5 მილიარდია.

„ბრუკლინი იმითაა ბედნიერი, რომ ნიკოლას მისი სახელი და ქონება არაფერში სჭირდება და საკუთარი სახელი და წარმატებული კარიერა აქვს“, – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, ბრუკლინმა ნიკოლას ხელი ზაფხულში სთხოვა. ქორწილი ზაფხულში, ამერიკაში გაიმართება. ის ორ ეტაპად ჩატარდება, პირველი ცერემონია ნიკოლას მშობლოურ ფლორიდაში შედგება, ხოლო მეორე კი ბექჰემების ვილაში, რომელიც კოტსოულდში მდებაროებს. ნიკოლას საქორწინო კაბას თავად ვიქტორია შუეკერავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები