ბრუკლინ ბექჰემმა მორიგი ნაბიჯი გადადგა ოჯახური კონფლიქტის ფონზე. მან მოიშორა ტატუ, რომელიც მამას, სერ დევიდ ბექჰემს, ეძღვნებოდა. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთ მტკივნეულ დარტყმად აღიქმება მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის ფონზე.
ბრუკლინს მარჯვენა მკლავზე ჰქონდა დიდი ტატუ წარწერით, dad (მამა), მის ქვემოთ კი ეწერა, Love you Bust, ეს დევიდის საყვარელი მეტსახელია, რომლითაც ის თავის უფროს ვაჟს მიმართავდა.
გამოცემა The Sun-ის მიერ მოპოვებული ახალი ფოტოები აჩვენებს, რომ ტატუ ლაზერით არის შეცვლილი, ახლა მხოლოდ სამი გაურკვეველი ფორმა ჩანს, ხოლო მამის მეტსახელთან დაკავშირებული ტექსტი გაუფერებულია.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრუკლინმა მშობლებისადმი მიძღვნილი ტატუ მოიშორა. გასულ წელს მან დაფარა გულმკერდზე გაკეთებული წარწერა mama’s boy, (დედიკოს ბიჭი) რომელიც დედას, ვიქტორია ბექჰემს ეძღვნებოდა.
ბრუკლინ ბექჰემმა დედის პატივსაცემად გაკეთებული ტატუ გადაიკეთა




