“ომიკრონის” მასშტაბური გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის სპეციალისტები საზოგადოებას ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
მესამე დოზის ეფექტიანობაზე საუბრობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილიც და აცხადებს, რომ ე.წ. “ბუსტერ დოზა, 70%-მდე ეფექტიანობას ავლენს:
“ბუსტერ დოზა, 70%-მდე ეფექტიანობას ავლენს, მაშინ, როდესაც 2 დოზით ვაქცინირებულებში ეფექტიანობა ძალიან, დაახლოებით, 20%-მდე დავარდა.
ასევე, მაღალი აქვთ ხელახლა ინფიცირების რისკი მათ, ვისაც გადატანილი აქვთ ვირუსი. დღეისათვის ყველაზე კარგად დაცულებად ითვლებიან ის ადამიანები, რომლებსაც კოვიდი გადატანილი აქვთ და თან ვაქცინირებულები არიან და ისინი, ვისაც ორჯერადი ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული და ბუსტერ დოზა აქვთ გაკეთებული”, – აცხადებს მაია ბუწაშვილი.
დღესვე, ბუსტერ დოზის დაცვაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა. მისი თქმით, “ბუსტერ-დოზა” განსაკუთრებით იცავს “ომიკრონის” შტამის გავრცელებისგან.