ექსპერტთა ჯგუფმა მთელი 12 წელი მიუძღვნა იმ ადგილების პოვნას, სადაც ტურისტებს ყველაზე გემრიელი კერძებით უმასპინძლდებიან.
ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მიირთმევდნენ ყველგან, იქნებოდა ეს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანი თუ უბრალოდ საკვების ჯიხური ქუჩაში. ხვდებოდნენ ყველაზე გამოჩენილ შეფებს და ე.წ. ფასტ ფუდის შემქმნელებს.
ნამდვილმა გურმანებმა არაერთი საჭმლის ტური დატესტეს და თითქმის ყველა ქვეყანაში დააგემოვნეს ადგილობრივი დელიკატესი.
საკვები კულტურისა და ტრადიციების ამოცნობის საუკეთესო გზაა. სასადილო მაგიდა არის ადგილი სადაც წეს-ჩვეულებები იბადება, სადაც ოჯახები იკრიბებიან და მოგონებებს ქმნიან.
გაინტერესებთ, რომელია ის 10 ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ თუკი ჭამა გიყვართ.
ინდოეთი
პურის უამრავი სახეობა, საოცარი სანელებლები და უგემრიელესი კერძების გრძელი სია – დიახ ეს ინდოეთია.
მექსიკა
ეს არის ერთადერთი სამზარეულო მსოფლიოში, რომელიც იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იტალია
იტალიური სამზარეულო ბევრად მეტია ვიდრე პასტა და პიცა, ეს არის სამზარეულო რომელიც ხარისხიან ინგრედიენტებთან და საოცარ გემოებთან ასოცირდება.
ჩინეთი
ჩინური საკვები მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია. ეს არის გემოების მრავალფეროვნება, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.
ტაილანდი
ტაილანდში სამწუხაროდ, ტურისტების დიდი ნაკადის გამო ბევრი რამ შეიცვალა და კუნძულებზე ტრადიციული კერძების პოვნა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, თუკი მათ იპოვით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
საბერძნეთი
ხმელთაშუა ზღვის რეგიონის საკვები მსოფლიოში გამორჩეული რომ არის ყველამ იცის, თუმცა ბერძნები კიდევ უფრო საოცრებებს ქმნიან. თუკი ზღვის პროდუქტი გიყვართ, საბერძნეთის მიმართულებით ბილეთი დაუფიქრებლად უნდა იყიდოთ.
საფრანგეთი
ფრანგულ სამზარეულოზე წლების განმავლობაში ესპანურმა, შვეიცარიულმა, გერმანულმა, ბელგიურმა, იტალიურმა და კიდევ ბევრმა კულტურამ იქონია გავლენა. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა მეთოდებმა ეს სამზარეულო მართლაც განსაკუთრებულად აქცია.
თურქეთი
ძალიან მრავალფეროვანი სამზარეულოს ფესვები მრავალი საუკუნით თარიღდება და ამ ქვეყანაში საკვების გამო მოგზაურობა ნამდვილად ღირს.
იაპონია
იაპონური საკვები მომხიბვლელ ვიზუალთან ერთად საოცარ გემოებსაც მოიცავს. 2000 წლიანი ისტორიის მქონე სამზარეულო ჯანსაღი კერძების დიდი ასორტიმენტითაა დაკომპლექტებული.
ესპანეთი
უგემრიელესი კერძები, საუკეთესო ღვინო, ყველი და თან ეს ყველაფერი იმდენად ხელმისაწვდომია, რომ დაბალბიუჯეტიანი მოგზაურიც არ დარჩება მშიერი.