LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარანტიები, რომ რაღაც პერიოდი შეინარჩუნებს თავისუფლებას, იმისთვის რომ მოახერხოს დასრულებული პროცესის დაწყება – ხუხაშვილი

228
555

საქართველოს მესამე პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა და კიევი – თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გამოაქვეყნა.

საქართველოში მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარები უკვე დიდი ხანია გაკეთდა.

მმართველმა გუნდმა, მათ შორის პრემიერმა თქვა, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში ის აუცილებლად შევა ციხეში.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? – შევა ციხეში: ღარიბაშვილი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები,  საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლის შემთხვევაში, ამ კითხვით „ფორტუნამ“ ექსპერტ გია ხუხაშვილს მიმართა.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება საკუთრივ არჩევნებზე მოვლენები.

სააკაშვილის ასეთი გამოქვეყნებული ბილეთი ადრეც გვინახავს, მაგრამ მიზეზის პოვნა, რატომ არ ჩამოვიდა, ყოველთვის შეიძლება. სააკაშვილი გარკვეული პოლიტიკური ტაქტიკის მიმდევარია.

თუ შეიქმნა საკმარისი საფუძველი იმის, რომ ე.წ. „ვა ბანკზე“ წავიდეს, ის ამაზე წავა. ასეთი მოცემულობა გვაქვს დღეის მდგომარეობით.

ჩვენ არ ვიცით, იტყვის თუ არა ოპოზიცია – არჩევნები გაყალბდა.

შარლ მიშელის ცნობილი 43 პროცენტიანი ბარიერი, მიუხედავად  იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ანულირებულია, პოლიტიკურად მოქმედებაშია. ასე რომ თუ ხელისუფლებამ ვერ მიაღწია ამ ბარიერამდე, სულაც არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც გაყალებებაზე იყოს მთავარი აქცენტი გაკეთებული“. – აცხადებს ხუუხაშვილი.

კითხვაზე, რისი ან ვისი იმედი აქვს სააკაშვილს, ექსპერტი აცხადებს:

„ისე მარტივად არაა საქმე, რომ მარტო ერთ სცენარზე ვიფიქროთ. სააკაშვილი მოიქცევა იმისდამიხედვით, თუ რა მოცემულობა შეიქმნება. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც მთავარი მოვლენები შეიძლება განვითარდეს საარჩევნო პერიოდში ამა თუ იმ სცენარით.

სააკაშვილს იმედი აქვს, რომ სისტემა იქნება საკმაოდ დემორალიზებული, იმისათვის, რომ იმოქმედოს სახელმწიფოებრივი სტანდარტით.

ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ის ქმნის მაქსიმალურ მოლოდინებს. აქ გასაკვირი არაფერია და პირველად არ ვუყურებთ ამას.

ამიტომ მე თავს შევიკავებდი წინასწარ რაღაც დასკვნების გაკეთებისგან“. – ამბობს ხუხაშვილი.

 

ჩამოვა თუ არა თბილისში ისე, როგორც ის პეტრო პორიოშენკოს პრეზიდენტობის დროს ჩავიდა უკრაინაში, როდესაც მის გვერდით იულია ტიმოშენკო იდგა…

„ასეთ სცენარს საქართველოში ვერ ვხედავ. თუ სისტემა იდგება ფეხზე, არ ვფიქრობ, რომ მისი დაპატიმრება გაჭირდება. უკრაინაში სულ სხვა მოცემულობა იყო. ახლა თბილისში სულ სხვა მოცემულობაა.

თუ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განვითარდა მოვლენები და კითხვები იქნა სუსტი იგივე გაყალბების კუთხით, ყვირილი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამ ყვირილს საფუძველი უნდა ჰქონდეს“. – ამბობს ექსპერტი.

გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სააკაშვილმა გააჩინოს იმედი, რომ თვითმფრინავით ჩამოვა, მაგრამ შესაძლოა, მან სულს სხვა გზა აირჩიოს.

„რატომ უნდა ვიფიქრო, მიშა გვირაბს თხრის, გემით ჩამოვა, თუ სხვა ოდიოზური გზით.  ეს გამოჩნდება. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რა გზით ჩამოვა? კატა-თაგვობანას თამაში ხომ არაა. ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ასეთ რაღაცებზე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ.

მე სხვა საკითხს ვსვამ, ჩამოვა თუ არა ჩამოვა. ვუშვებ იმ ვარიანტს, რომ საერთოდ არ ჩამოვიდეს.

ეს ვარიანტიც უნდა განვიხილოთ. ის არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომ თუ ციხეში ჯდომის მაღალი რისკი დაინახა, ჩამოვიდეს.

ის ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება საკმარისი გარანტიები იმისა, რომ რაღაც პერიოდი მაინც შეინარჩუნებს თავისუფლებას, იმისათვის რომ მოახერხოს დასრულებული პროცესის დაწყება.

თუ ამის გარანტია არ იქნება, თუ მის დაპატიმრება ბანალურად მოხდება აეროპორტში, ამ შემთხვევაში ის უბრალოდ არ ჩამოვა,“- ამბობს ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში.

ეჰ, მეც ავიღე ერთხელ ეგრე ბილეთი და …. ლამის ძროხას დაეჯახა – ოქრუაშვილი სააკაშვილის ჩამოსვლაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g