LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში ბავშვებს საკვებთან სწორად მოქცევას ასწავლიან, თანაც სკოლებში

57
thumb_1024x663_smart-food-prague

პრაღის სკოლებში საკვებთან სწორად მოქცევას შეასწავლიან. ბავშვებს მოუყვებიან თუ როგორ შექმნან ნაკლები ნარჩენები. გარდა ამისა, მოსწავლეები ისწავლიან თუ როგორ უნდა იშოპინგონ სწორად, მოამზადონ ან შეინახონ პროდუქტი. ამის შესახებ ინფორმაციას The Mayor ავრცელებს.

ახალ გაკვეთილებს 2023 წლის დაწყებითი კლასების საგანმანათლებლო პროგრამაში დაამატებენ.

ეს პროგრამა ევროკავშირის მასშტაბით არსებულ მსგავს ინიციატივებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. ბავშვებისთვის საკვების ნარჩენებთან სწორად მოქცევის სწავლებას ევროპის სხვა ქვეყნებშიც ცდილობენ. მაგალითად, უნგრეთში ანალოგიური გაკვეთილები ჯერ კიდევ 2017 წლიდან ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები