LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიწერენ ადამიანები სიძულვილის შემცველ კომენტარებს?!“ – ნიკოლ პოტურალსკი „ინსტაგრამზე“ ფოტოებს ავრცელებს

221
121619429-3361045820649809-7884410181133427007-n

ბრედ პიტის ახალმა გულისწორმა, ნიკოლ პოტურალსკიმ „ინსტაგრამ“ გამომწერები გაახარა და რამდენიმე ფოტო გაავრცელა, სადაც ის უცნაური დიზაინის „ტოპში“ პოზირებს. „გამარჯობა ორშაბათო, როგორ ხარ“, – ასე დაასათაურა 27 წლის გერმანელმა მოდელმა ფოტოები, მორიგი სელფი კი მანქანაში გადაიღო.

ვარსკვლავმა  ფოტოზე დაწერა, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია ის ნეგატიური კომენტარები, რომლებიც მისი და ბრედ პიტის ურთიერთობებს ეხება.

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიწერენ ადამიანები სიძულვილის შემცველ კომენტარებს?!“, – განაცხადა პოტურალსკიმ.

შეგახსენებთ, გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ანჯელინა ჯოლი გაცეცხლებულია იმის გამო, რომ პიტმა ახალი შეყვარებული საფრანგეთში, მათ საერთო საცხოვრებელ კომპლექსში,  „შატო მირაველში“ წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ სწორედ იქ დაქორწინდა წყვილი 2014 წელს.

აღსანიშნავია, რომ მოდელი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, ცოტა ხნის წინ პოტურალსკიმ განაცხადა, რომ ბედნიერ ადამიანებს არ სძულთ.

„ანჯელინა სულაც არ მძულს“ - ბრედ პიტის ახალი რჩეული ნიკოლ პოტურალსკი

ცოტა ხნის წინ, ბრედის ახალმა რჩეულმა სოციალური ქსელის საშუალებით ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ ბედნიერ ადამიანებს არ სძულთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები