ჟურნალისტი თამთა ჯანაძე აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს ეხმაურება.
ის სოციალურ ქსელში მშობლების მდგომარეობის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მეხუთე დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ.
“ამ სასწაული ბიჭის დედაა ეს გოგო. წუხელ კანცელარიასთან ეძინა. უჭირს ღამით უჩემოდ ყოფნაო, მაგრამ ახლა აქ უნდა ვიყოო, ამბობდა. ჩვენ ჩვენს ბავშვებთან ჩახუტებულებს რომ გვძინავს, პატარა ბიჭს დედა ენატრება, რადგან დედამისმა ქუჩაში თუ არ დაიძინა, ბოლო ხმაზე არ იყვირა, რკინის ქალამანი არ ჩაიცვა და სამყარო არ შეძრა, ისე ვერ გააგებინებს დაყრუებულ ჩინოვნიკებს, რომ მისი შვილიც იმსახურებს დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრებას.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ამაღამ მეხუთე ღამეს გაათენებენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით.
ხვალ სამუშაო დღეა. პრემიერის სამუშაო დღე!”, – წერს თამთა ჯანაძე.
ამავე თემაზე: