LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგვიანებული რეისის გამო ავიაკომპანია მგზავრებს პიცით გაუმასპინძლდა

81

ავიაკომპანიამ დაგვიანებული რეისები პიცით გამოისყიდა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიაგადამზიდი Delta Airlines ასობით მგზავრს უფასო პიცით გაუმასპინძლდა.

გამოცემა „The sun”-ის ცნობით, ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ამინდი მკვეთრად გაუარესდა და ამის გამო ვირჯინიის, ტენესის, ლუიზიანის, კენტუკისა და ოჰაიოს შტატების აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს. სულ 350-მდე ფრენა გადაიდო და დელტასაც ბევრი აღარ უფიქრია და თავისი მგზავრებისთვის 600 ყუთი პიცა შეუკვეთა. ავიკომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აქციამ მგზავრთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები