LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გველესიანი: „ალბათ, უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამომეჩინა ოჯახის შესანარჩუნებლად. ამას ვნანობ. ერთადერთი ადამიანია ჩემი მეუღლე, რომლის წინაშეც თავს დამნაშავედ ვგრძნობ…“

160
დათო გველესიანი

მუსიკოსი დავით გველესიანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ყველაზე არასწორ ნაბიჯს იხსენებს და ასევე იმ ეპიზოდსაც, როდესაც საქართველოს პატრიარქი დაეხმარა…

– რა მიგაჩნიათ თქვენს არასწორ ნაბიჯად, რასაც შეიძლება სინანული უკავშირდებოდეს?

დავით გველესიანი:

– ალბათ, უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამომეჩინა ოჯახის შესანარჩუნებლად. ამას ვნანობ. ერთადერთი ადამიანია ჩემი მეუღლე, რომლის წინაშეც თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ალბათ, ეს განცდა მთელი ცხოვრება გამყვება მტკივნეულ ლაიტმოტივად.

– ყველაზე დიდი უსამართლობა როდის განიცადეთ?

– ყოფილა ძალიან დიდი ცილისწამება ჩემ მიმართ. რთულ მდგომარეობაში ვიყავი, თავდასხმების ქვეშ აღმოვჩნდი სამსახურთან დაკავშირებით. მახსოვს, პატრიარქი მოვიდა, თავზე ხელები დამადო და ლოცვა დაიწყო. ცრემლები მომდიოდა გაუჩერებლად. ორ წუთში მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ყველაფერი გაირკვა და სანერვიულო აღარაფერია, ყველამ გაიგო, რომ მე არაფერში ვიყავი დამნაშავე. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სასწაული მომხდარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g