LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავიწყოთ მუშაობა „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც შევა მისი უფლებების დამრღვევი ყველა პირი – ხატია დეკანოიძე

160
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (25)

მნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც შევა ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დამრღვევი ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართულები, მათ შორის კადრების გასაჯაროებაში, რომელიც იყო პირდაპირი ნიშნული, როგორი ხარისხით უყურებს ხელისუფლება ადამიანს, პატიმარს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, – ეს განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

მან მოშიმშილე დეპუტატებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველანაირი პროტესტი ადამიანების თავისუფალი სიტყვის გამოხატულებაა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის საერთაშორისო ბერკეტები უმნიშვნელოვანესია.

„მე პროტესტის ნებისმიერი გამოხატულება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მექანიზმად, რასაც მე განვიხილავ, არის საერთაშორისო ზეწოლა.

ჩემი აზრით, პარლამენტში ბრძოლა (ვგულისხმობ ბერკეტების გამოყენებას) არის მნიშვნელოვანი და ამას ვერ ჩაანაცვლებს ვერაფერი, რადგან პროტესტს თავისი ადგილი აქვს და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას თავისი ადგილი და ეს ყველას ესმის“, – განაცხადა დეკანოიძემ“,- აღნიშნა მან.

ხატია დეკანოიძის განცხადებითვე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს.

„პოლიტიკურად რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პლატფორმის მიმართ, პრეზიდენტს აქვს როლი, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ იყოს საფრთხის ქვეშ. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაც და სასამართლოც პრეზიდენტის არა თუ ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, არამედ მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციას არ შექმნის საფრთხე.

მე ვგულისხმობ მისი ბერკეტების გამოყენებას, რაც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილზე ჰუმანიტარული და ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, პოლიტიკური მისიის შესრულებას და ასევე, ნიკა გვარამიასთან მიმართებაში შეწყალებას. მას უნდა ესმოდეს კარგად, რას ნიშნავს საქართველოს ევროინტეგრაცია და რა საფრთხე შეიძლება დაუდგეს ამ უმძიმეს პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ჯიშკარიანი სააკაშვილზე: დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია, დიაგნოზები წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა” – “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი

მამუკა მდინარაძე საუბრობს, ვის შეიძლება აწყობდეს სააკაშვილის მოწამვლა

არევაძემ რომ არ გადაუვადოს სასჯელი ან არ გაათავისუფლოს, შეიძლება იმ დღესვე დაამთავროს სააკაშვილმა სიცოცხლე: შალვა ხაჭაპურიძე

სააკაშვილი სასჯელს ლუქს პალატაში იხდის და მიირთმევს რასაც ოჯახის წევრები მიუტანენ – არაფერი იმდაგვარი არ ხდება, რომ ჩვენმა კოლეგებმა იშიმშილონ: ბექა ოდიშარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები