40 წლის მომღერალი კეტი პერი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაშორდა ორლანდო ბლუმს, 53 წლის კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთად პაემანზე შენიშნეს, იტყობინება TMZ. გამოცემის ცნობით, წყვილი მონრეალში, ძვირადღირებულ რესტორანში შენიშნეს. ისინი სიყვარულით საუბრობდნენ, კოქტეილებს სვამდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ. სერიოზულია თუ არა მათი პაემანი, ჯერჯერობით უცნობია.
ორლანდო ბლუმისა და კეტი პერის ცხრაწლიანი რომანის შემდეგ დაშორების შესახებ ჭორები ივნისის შუა რიცხვებში გავრცელდა. თუმცა, წყაროს ცნობით, წყვილი წელს დაშორდა.
„აქ რა ხდება?!“ – კეტი პერი და ორლანდო ბლუმი, ლორენ სანჩესსა და ჯეფ ბეზოსს თაფლობის თვეზე შეუერთდნენ
კეტი პერის განტვირთვა ორლანდო ბლუმთან განშორების შემდეგ – 40 წლის მომღერალი იახტაზე ნებივრობს


