დუბაის დეველოპერმა Binghatti-მ და კომპანია Mercedes-Benz-მა წარმოადგინეს ახალი ერთობლივი პროექტი – პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი Mercedes-Benz Places, რომელიც მეიდანის რაიონში აშენდება. პროექტის ღირებულება 8,2 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მშენებლობის 2026 წლის 14 იანვარს დაიწყება. სიახლის შესახებ The National წერს.
კომპლექსის კონცეფცია აღწერილია როგორც „ქალაქი ქალაქში“ – მას ექნება საკუთარი სატრანსპორტო კვანძები, სავაჭრო ქუჩები, სპორტული და გასართობი ზონები, რესტორნები, პარკები და საზოგადოებრივი სივრცეები.
პროექტი რამდენიმე საცხოვრებელ კოშკს მოიცავს და თითქმის 930 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება. დეველოპერის განცხადებით, მცხოვრებლებს ყველაფერი ხელმისაწვდომი ექნებათ ფეხით სავალ მანძილზე.
ეს Mercedes-Benz-ის მეორე ბრენდირებული უძრავი ქონების პროექტია. პირველი – 65-სართულიანი საცხოვრებელი კოშკი, გაყიდვების დაწყებიდან ერთ დღეში ნახევრად გაიყიდა.