ხელოვანი წყვილის, დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის ქალიშვილმა ახლახან ოჯახი შექმნა. ნინის რჩეული გიორგი მგელაძეა. ქორწილი მცხეთაში, აგარაკზე გაიმართა.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით ჟურნალ „სარკეს“ (17 სექტემბრის ნომერი) დიზაინერი მარინა ნაცვლიშვილი თავად ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.
მარინა ნაცვლიშვილი:
ნინის თხოვნა იყო, ქორწილი ჩვენს აგარაკზე, მცხეთაში გადაგვეხადა. ცოტა გიჟური იდეა იყო, მაგრამ განვახორციელეთ. ყველა კმაყოფილი დარჩა და ჩვენც კმაყოფილები ვიყავით. ასე რომ, ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა.
ამ სახლს დადებითი აურა აქვს. მიხარია, რომ ჩემი შვილებისთვისაც განსაკუთრებული ადგილია. ნინისაც და ლუკასაც ძალიან უყვართ აქაურობა და გამიხარდა, ჩემი გოგონას ბედნიერება აქ რომ აღვნიშნეთ.
ანჩისხატის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი. ეს ტაძარი ჩემთვის განსაკუთრებულია. მე და დუტამ იქ დავიწერეთ ჯვარი, ნინიც იქ მოვნათლეთ. ჯვრისწერის მერე მცხეთაში წამოვედით…
ჩემი სიძე არის გიორგი მგელაძე, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერია. ნინის ბავშვობის მეგობარია. ჩემი და დუტას თვალწინ გაიზარდა. გიორგის ოჯახსაც მცხეთაში აქვს აგარაკი და ჩვენთან ახლოს ცხოვრობენ. ჯერ მეგობრობდნენ, მერე მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ნინი და გიორგი თანატოლები არიან, ორივე 25 წლისაა.
როცა ნინის გადაწყვეტილების შესახებ გაიგეთ, როგორი განცდა გქონდათ?
კი, მართლაც რთულია, მაგრამ ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ მოხდა. დუტა ტიროდა, მეც გამჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვიდად მივიღეთ, რადგან გიორგის ვიცნობდით.
უკვე გვინდა, შვილიშვილი გვყავდეს. გადარეული ბებია და პაპა ვიქნებით. უკვე დადგა დრო, ბებია და პაპა გავხდეთ.
