LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლი მომაკვდავ პატრონს 4 თვე საავადმყოფოსთან ელოდებოდა

65
0_Dog-waits-outside-hospital-every-day-for-four-months-after-owner-taken-away-in-ambulance

ძაღლებს პატრონები ნამდვილად უპირობოდ უყვართ და მათთვის ქვეყნის დასალიერშიც კი წავლენ.

ამის ერთ-ერთი მორიგი მაგალითია ცუგა, რომელმაც პატრონის ლოდინში თვეები საავადმყოფოს კართან გაატარა. ძაღლმა უამრავი ადამიანის გული მოიგო და მალე ახალი ოჯახიც იპოვა. ეს ისტორია Daily Mirror-მა გაავრცელა.

ძაღლის პატრონი უსახლკარო იყო და ერთგულ მეგობართან ერთად სან-პაულუს ქუჩებში ცხოვრობდა. კაცი საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც უცნობმა პირმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სასწრაფოს ექიმებმა ცუგა შემთხვევის ადგილზე დატოვეს, რადგან მანქანაში ცხოველის ჩასმის უფლება არ ჰქონდათ. თუმცა, ერთგულმა მეგობარმა პატრონი არ მიატოვა და სასწრაფოს უკან დაედევნა.

კლინიკასთან მისვლის შემდეგ ცხოველი კართან მოეწყო და პატრონის მოლოდინში რამდენიმე თვე გაატარა. ექიმების მონდომების მიუხედავად, კაცი გარდაიცვალა, თუმცა ძაღლი საავადმყოფოს კარს არ მოშორებია.

ცხოველის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა და მალე მან ახალი ოჯახიც იპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები