LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთს მაინც გავაკეთებ, გადავარჩენ ათეულობით იმ ადამიანს, რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია“ – ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა

5077
ფორტუნა - 2023-10-18T000607.368

ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა. ბუბა ჩივაძემ კიდურებზე ბასრი საგნით დაზიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიიყენა.

იქამდე, ბუბა ჩივაძემ მისი გადაწყვეტილების შესახებ  ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„მივიღე გადაწყვეტილება… ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო და ჩემო გადარჩენილო ხალხო. ჩემი პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში.  ერთს მაინც გავაკეთებ, გადავარჩენ ათეულობით იმ ადამიანს, რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია.
ყველანი მიყვარხართ“ . – ამბობს ჟურნალისტი.

ამ დროისთვის ჟურნალისტი კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

„ფორტუნა“ მეტი დეტალის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ფოტო:InfoImereti.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g