18 სექტემბერს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმიანება.
დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
„ისევ მკვლელობა, ისევ სისხლი, ისევ შურისძიება. ქრისტეს ტირილი იდგა გუშინ სამების ეზოში. უდედოდ დარჩენილ ბავშვებს, როგორ უნდა გაუადვილდეთ ცხოვრება… სიკვდილსაც გააჩნია, მამა რომ გიკლავს დედას.
რატომ ვერ ვცვლით ვერაფერს, რატომ დაგვემართა უკურნებელი სიბრმავე და სიყრუე.
ამდენი მესიანისტური ბოდვები, რით ვერ მოვიშორეთ… რჩეული ერის, მართლმადიდებლობის დამცველის ნიღაბი რით ვერ გაცვდა. მკვლელები ვართ, ბოღმიანი და გაბოროტებული ერი…
ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილი სინანული გვქონდეს, თავს იმით ვინუგეშებთ, თურმე სხვაგან უარესი ხდება… სხვას არ გააჩნია, წილხვდომილობის ამბიცია.
ეს ჩვენ გამოგვდის, ერთი ხელით პირჯვარს ვიწერთ, მეორეთი ერთმანეთს ვკლავთ.
ამაზე უფრო შემზარავი ის არის, რომ შევეგუეთ ყველა უბედურებას. მხოლოდ ერთი კითხვით გამოვხატავთ – უი, კიდევ?!
საბოლოოდ, პასუხს ყველა ვაგებთ!..“ – წერს მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.
ისევ მკვლელობა, ისევ სისხლი, ისევ შურისძიება. ქრისტეს ტირილი იდგა გუშინ სამების ეზოში. უდედოდ დარჩენილ ბავშვებს, როგორ…
Posted by Petre Kolxi on ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2023
ცნობისათვის, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.