LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეული, იზოლირებული და გამუდმებით მშიერი – ბენ აფლეკი დეპრესიის ზღვარზეა

301
page

კვლავაც „ბენიფერი“ და მათ ირგვლივ განვითარებული სიახლეები. ახლახან ცნობილი გახდა, რომ   ჯეი ლომ დახმარებისთვის ბენის ექს-მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს მიმართა. ინსაიდერების ცნობით, ჯენიფერებს ეშინიათ, რომ ბენი კვლავ დეპრესიაში ჩავარდება ალკოჰოლის მოხმარებას დაიწყებს.

„ჯენიფერები შიშობენ, რომ ბენი ისევ გალოთდება“ – როგორ ეხმარება ჯენიფერ გარნერი ბენ აფლეკს ჯეი ლოსთან 2 წლიანი ქორწინების გადარჩენაში

მათი ვარაუდები აშკარად მართლდება. ბენი პაპარაცებმა თავის ახლად ნაქირავებ სახლთან გადაიღეს, რომელიც მისი ყოფილი ცოლის, ჯენიფერ გარნერის სახლის მახლობლად მდებარეობს. მსახიობი ჯერ მანქანაში, დასევდიანებული იჯდა, შემდეგ კი მან პიცა შეუკვეთა. მედიაში წერენ, რომ 51 წლის მსახიობი საზოგადოების ზეწოლისა და მეუღლესთან უთანხმოების გამო, დეპრესიის ზღვარზეა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ასე იქცეოდა აფლეკი მაშინ, როდესაც ის ანა დე არმასმა მიატოვა.

პირველი შეკითხვა ბენ აფლეკთან განშორების შესახებ და ჯეი ლოს რეაქცია – უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები