LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები შემცირდა – ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება

130
ქირიას NEWS შაბლონი

2026 წლის იანვარ-თებერვალში ევროპაში 312 ათასზე მეტი ახალი ელექტრომობილი დარეგისტრირდა. მონაცემებს ავრცელებს ACEA, წერს Carscoops.

ელექტრომობილების წილი ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაშინ როცა შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების მოთხოვნა კლებას განაგრძობს. ამ ეტაპზე ისინი ბაზრის მხოლოდ მეხუთედს იკავებენ და უკვე აშკარად ჩამორჩებიან ჰიბრიდულ მოდელებს.

2026 წლის დასაწყისში სრულად ელექტრულ ავტომობილებზე გაყიდვების თითქმის 19% მოდის, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 15% იყო. ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა საფრანგეთში (+38.5%) და გერმანიაში (+26.3%), თუმცა ნიდერლანდებში გაყიდვები თითქმის მესამედით შემცირდა.

ელექტრომობილების სეგმენტში ლიდერები არიან Tesla და BYD. Tesla-ს გაყიდვები 12%-ით გაიზარდა, მაშინ როცა BYD-ის მაჩვენებელი ორჯერ მეტად გაიზარდა.

თებერვლის მონაცემებით, ელექტრიფიცირებულმა ტრანსპორტმა (ელექტრო + ჰიბრიდი) ევროპული ავტობაზრის 67% დაიკავა, რაც წინა წლის 58.5%-ზე მნიშვნელოვნად მეტია. ყველაზე დიდი წილი – 38.7% მოდის არასადამუხტავ ჰიბრიდებზე. ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წილი კი 22.5%-ს შეადგენს.

საერთო ჯამში, შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები ევროპაში საშუალოდ 23.3%-ით შემცირდა. განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა საფრანგეთში (-48.5%), ხოლო გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში კლება 18-23%-ის ფარგლებში მერყეობს.

მიუხედავად ამ ცვლილებებისა, ევროპული ავტო ბაზარი მთლიანობაში მხოლოდ მცირედით გაიზარდა – თებერვალში გაყიდვები 1.7%-ით გაიზარდა და 979.3 ათას ავტომობილს მიაღწია.