LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარელის ახალი კოლექციის ჩვენება Tyler, the Creator-ისა და დოჩის გამოუქვეყნებელი ჩანაწერის ფონზე შედგა – შოუს ბიონსე და ჯეი-ზი დაესწრნენ

116
photo-collage.png (25)

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ფარელმა ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორის რანგში, ახალი კოლექცია წარადგინა.

ფრანგული მოდის სახლის მამაკაცის 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებას არაერთი სელებრითი დაესწრო. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ, ბიონსე და ჯეი-ზი.

შოუ ფარელის მიერ შექმნილი მუსიკის ფონზე შედგა, რა დროსაც Tyler, the Creator-ისა და დოჩის გამოუქვეყნებელი ჩანაწერიც – Get Right გაჟღერდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დარელიზდება ოფიციალურად რეპერების უახლესი ნამუშევარი, რომლის პროდიუსერი ფარელია.

ცნობისთვის, Get Right ჰიპ ჰოპ არტისტების მეორე კოლაბორაციაა გასული წლის ერთობლივი სიმღერის – Balloon შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ფარელი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2023 წლის 14 თებერვალს დასახელდა. მან სადებიუტო კოლექცია ბრენდისთვის, 2024 წლის ივნისში წარადგინა. ფარელამდე ლეიბლის კაცის ხაზის არტ-დირექტორი ვირჯილ აბლო იყო, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები