ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია Ford-ის ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებენ. ახლა კი პრესაში ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ფილდსი მალე პენსიაზე გავა – ასე ამბობენ ოფიციალურად კომპანიაში. ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ბატონი ფილდსი სხვადასხვა კომპესაციის სახით 57 500 000 დოლარს მიიღებს.
საავტომობილო გამოცემა AutoNews-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ფორდის ყოფილი ხელმძღვანელი ინვესტირებული აქციებისგან 29 400 000 დოლარს მიიღებს, ხოლო 17 500 000 დოლარი საპენსიო თანხაა.
Forbes-ის ინფორმაციით, მარკ ფილდსის მიმართ ნდობა კონცერნის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ ბილ ფორდმა დაკარგა.
Forbes-ის წყაროების თანახმად ფილდსმა სავარაუდოდ ვერ შეძლო Ford-ის თანამშომლების ერთიანი მიზნის გარშემო გაერთიანება და განვითარების სტრატეგიის შემუშავება. მას ჯეიმს ჰაკეტი – შვილობილი კომპანიის Ford Smart Mobility LLC-ის ხელმძღვანელი შეცვლის.
მარკ ფილდსმა გენერალური დირექტორის თანამდებობა 2014 წელს დაიკავა. Ford-ის აქციების ფასმა მისი მუშაობისას 40%-ით დაიკლო.