LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორსაჟი 11“-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია – ფილმში პოლ უოკერის გმირიც დაბრუნდება

118
1098x1098

სტუდია Universal-მა და მსახიობმა ვინ დიზელმა ოფიციალურად დაადასტურეს „ფორსაჟის“ ფინალური ნაწილის გამოსვლის თარიღი. ფრენჩაიზის მეთერთმეტე ფილმი ეკრანებზე 2028 წლის 17 მარტს გამოვა და მას სახელწოდება Fast Forever („ფორსაჟი სამუდამოდ“) იქნება.

ახალი ფილმი 2023 წელს გამოსული მეათე ნაწილის პირდაპირი გაგრძელება იქნება. სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება, თუმცა ვინ დიზელის თქმით, მოქმედება კვლავ ლოს-ანჯელესში ვითარდება და სიუჟეტის ცენტრში ისევ არალეგალური ქუჩის რბოლები იქნება.

დადასტურებულია, რომ ფილმში კვლავ გამოჩნდება პოლ უოკერის პერსონაჟი. მსახიობი 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა, თუმცა მისი გმირი ფრენჩაიზში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და არქივის გამოყენებით დაბრუნდება.

მთავარ შემადგენლობაში ბრუნდებიან მიშელ როდრიგესი, ტაირიზ გიბსონი, ლუდაკრისი, ნატალი ემანუელი, ჯეისონ სტეთჰემი, სონ განი, ჯორდანა ბრიუსტერი და შარლიზ ტერონი. მათ შეუერთდებიან ასევე გალ გადოტი და დუეინ „როკ“ ჯონსონი. ფილმში ასევე ითამაშებენ ჯეისონ მომოა და ალან რიჩსონი, ხოლო ეპიზოდურ როლში გამოჩნდება მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ.

ჯერ უცნობია, იქნება თუ არა „ფორსაჟი სამუდამოდ“ ფრენჩაიზის საბოლოო ნაწილი. სავარაუდოდ, ეს საკითხი ფილმის კომერციულ წარმატებაზე იქნება დამოკიდებული. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები