ტეილორ სვიფტი Disney-სა და Pixar-ის ანიმაციისთვის - Toy Story 5 ორიგინალ სიმღერას გამოუშვებს. საუნდტრეკი, სახელწოდებით I Knew It, I Knew You, რომლის სამი განსხვავებული ვერსია შეიქმნა, მსმენელისთვის ხელმისაწვდომი 5 ივნისს გახდება, თავად მულტფილმი კი ეკრანებზე, 19 ივნისიდან გამოჩნდება.
ჩარლი XCX-მა ახალი, რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Music, Fashion, Film დააანონსა. არტისტის ინფორმაციით, დისკი დღის სინათლეს 24 ივლისს იხილავს.
უპრეცედენტო მოთხოვნის გამო სელინ დიონმა საფრანგეთში, Paris La Défense Arena-ზე მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილ კონცერტების სერიას, კიდევ 6 თარიღი დაამატა.
არიანა გრანდემ მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლი - hate that i made you love me წარადგინა. სიმღერის ტექსტის ავტორი, თავად არტისტია, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის ,,ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა, რაც კი ოდესმე დაუწერია''.
ბრუნო მარსის მეოთხე სოლო სტუდიური ალბომის - The Romantic მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს პირველი ნაწილი დასრულდა. ამ მომენტის აღსანიშნად, არტისტმა გულშემატკივარს ალბომის მეორე სინგლის - Risk It All ლაივ პერფორმანსის ამსახველი ვიდეო გაუზიარა.
წლევანდელ დაჯილდოებას ბრუნო მარსის, ქარდი ბის, საბრინა კარპენტერის, BTS-ის, Huntrix-ის, Katseye-სა და Sombr-ის სახით, 7 ტრიუმფატორი ჰყავდა. თითოეულმა 3-3 ჯილდო დაიმსახურა.