დრეიკმა მუსიკალურ ინდუსტრიაში ისტორიული რეკორდი დაამყარა. იგი გახდა პირველი შემსრულებელი, რომლის სამი ახალი ალბომი — ICEMAN, HABIBTI და MAID OF HONOUR — ერთდროულად ,,ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის'' პირველ სამი პოზიციაზე მოხვდა.
,,ნეტფლიქსზე'' კაილი მინოუგის ახალი დოკუმენტური სერიალი, სახელწოდებით - ,,კაილი" გამოვიდა. სამნაწილიან პროექტში, არტისტი მის ცხოვრებაში არსებულ უმძიმეს და ამავე დროს ყველაზე ნათელ მომენტებს იხსენებს.
ბედ ბანიმ და ,,ზარამ'' ერთობლივი კოლექცია, სახელწოდებით - Benito Antonio წარადგინეს. პუერტორიკოელი არტისტისა და ესპანური მოდის გიგანტის კოლაბორაციას საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც Bad Bunny-მ ბრენდის სამოსი წლევანდელ ,,სუპერბოულსა'' და Met Gala-ზე მოირგო.
25 მაისს, American Music Awards-ის სცენაზე, The Pussycat Dolls-ის საზეიმო დაბრუნება შედგება. პირველად, PCD დაჯილდოებაზე 2006, ხოლო მეორედ, 2008 წელს წარდგა.
24 აგვისტოს, Mono Hall ბათუმში, CeeLo Green-ის სოლო კონცერტი გაიმართება. არტისტი, რომელმაც პოპულარობა Danger Mouse-თან დუოთი - Gnarls Barkley მოიპოვა, საქართველოს მესამედ ეწვევა.
,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე”, რომელიც 25 მაისს, ლას-ვეგასში გაიმართება, ბილი აიდოლი საპატიო პრემიას მიიღებს. აიდოლი დაჯილდოების ისტორიაში მესამე არტისტი გახდება, ვისაც მუსიკალურ ინდუსტრიაში ხანგრძლივი და გავლენიანი კარიერის აღსანიშნავად, ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის გადაეცემა.
Netflix-მა ახალი დოკუმენტური სერიალი კაილი მინოუგის შესახებ, სახელწოდებით Kylie დააანონსა. სერიალის მოახლოებულ პრემიერასთან დაკავშირებით, ქსელში შემსრულებელმაც დაწერა და სიახლე გულშემატკივრებს ემოციური პოსტით ახარა.