გასულ კვირას, გამოცემამ In Touch სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა, მათი განცხადებით ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ექვსი თვეა ერთად ცხოვრობენ პარიზში. მას შემდეგ, ტაბლოიდები ერთმანეთის მიყოლებით წერენ წყვილის შესახებ.
ფოტო: სენსაცია – ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი 6 თვეა პარიზში ერთად ცხოვრობენ
ამჯერად ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ჰოლივუდურ წყვილზე გამოცემა Woman’s Day საუბრობს. ტაბლოიდების ცნობით, ბრედ პიტმა ჯენიფერს ჰავაიზე, გადაღებებზე ჩააკითხა, მათი შემდეგი შეხვედრა კი სიყვარულის ქალაქში, პარიზში შედგა. პიტმა ყოფილი ცოლი ბოლოს და ბოლოს ვახშამზე დაპატიჟა, ენისტონიც დათანხმდა.
ინსაიდერების ცნობით, მათ საქმიან საკითხებზე ისაუბრეს, ბრედმა მას ახალ პროექტებში ჩართვა შესთავაზა. რა თქმა უნდა, ყოფილი მეუღლეების საუბარი მხოლოდ საქმიანი დიალოგით არ შემოიფარგლებოდა. ასე რომ, შეიძლება ამ ყველაფერს 17 წლის შემდგომი დაბრუნების ელფერიც კი დაჰკრავდეს. 17 წელი ხომ ჰოლივუდში დაშორებული წყვილების მაგიური რიცხვია. ვგულისხმობთ „ბენიფერის“ დიდ დაბრუნებას.
ბრედ მოემზადე! – ჯენიფერ ენისტონი მზადაა სიყვარულო ურთიერთობებისთვის
ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს