ბრიტნი სპირსი აქტიურ ცხოვრებას აგრძელებს. წინა კვირას პოპის პრინცესამ თაყვანისმცემლებს იოგას ვარჯიშისას გადაღებული ვიდეო გაუზიარა, ამჯერად კი მან ”ინსტაგრამზე” ენერგიული ცეკვის კადრები გაავრცელა.
”მე და მაიკლი”, – ასე დაასათაურა რამდენიმე წამიანი რგოლი ამერიკელმა მომღერალმა, რომელშიც ის მაიკლ და ჯენეტ ჯექსონების 1995 წლის ჰიტზე Scream საკმაოდ რიტმულად მოძრაობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბრიტნი სპირსმა ქარდი ბის, ბედ ბანისა და ჯეი ბალვინის კოლაბორაციაზე I Like It იოგას ვარჯიშები შეასრულა.
ბრიტნი სპირსი ქარდი ბის ჰიტზე იოგათი დაკავდა (ვიდეო)