LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დევიდ, არ დაგავიწყდეს, რომ თქვენი სიყვარულის ისტორია საქართველოში დაიწყო! – ვიქტორია და დევიდ ბექჰემები ქორწინების 22 წლის იუბილეს აღნიშნავენ

159
Untitledsss

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები ქორწინების 22 წლის იუბილეს აღნიშნავენ. წყვილმა სოციალური ქსელის საშუალებით არაერთი ფოტო და ვიდეო გაავრცელა.

„დევიდ მიყვარხარ“, – ასე დაასათაურა ვიდეო 47 წლის ვიქტორიამ, სადაც მათი ცეკვაა ასახული.

დევიდმა კი საარქივო ფოტოები გაუზიარა 67 მილიონ გამომწერს და პოსტს საოცრად ემოციური და სახალისო სიტყვები დაურთო.

„22 წლის შემდეგაც მსგავსი იმიჯი, იუბილეს გილოცავ, ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა, რომ ამდენი შვილი მაჩუქე, იმისთვის რომ ჩვენ ყველამ ერთნაირი ტანისამოსი ვატაროთ“, – დაწერა დევიდმა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by David Beckham (@davidbeckham)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham)

შეგახსენებთ, დევიდ ბექჰემმა ვიქტორია ადამსი პირველად თბილისში ნახა, ფეხბურთელი 1996 წლის ნოემბერში საქართველოში, მატჩზე იმყოფებოდა. მან სასტუმრო „შერატონის“ ნომერში, ტელევიზორში Spice Girls-ის კლიპი Say You’ll be there ნახა და ვიქტორიათი მაშინვე მოიხიბლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები