LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი საპროტესტო აქციაზე 12 წლის შვილის რჩევით მივიდნენ

200
safe-image

ამერიკელებისთვის კორონავირუსის საფრთხემ მეორე პლანზე გადაინაცვლა, ისინი არც ხალხმრავლობას უფრთხიან და არც სოციალურ დისტანციას იცავენ. აღშფოთებული საზოგადოება ქუჩებში გამოვიდა და რასიზმს აპროტესტებს. ყველაფერი კი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით დაიწყო, როდესაც ის პოლიციელმა დაკავების დროს მოკლა.

რასიზმის წინააღმდეგ პროტესტი უამრავმა ადამიანმა გამოხატა, მათ შორის არიან ვარსკვლავები – მადონა, სოფი ტერნერი, ბრედ პიტი და სხვა უამრვაი ვარსკვლავი. ისინიც, რიგით ადამიანებთან ერთად Black Lives Matter წარწერიანი პლაკატებით შეუერთდნენ საპროტესტო აქციას.

სულ ცოტა ხნის წინ, 20 000 კაციან კოლონაში ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დააფიქსირეს. შავი პირბადეები და პლაკატები – წყვილმა მოქალაქეობრივი ვალი შეასრულა. მოგვიანებით კი ლოპესი პრესას გამოუტყდა, რომ პლაკატები შვილებმა გაუკეთეს, 12 წლის მაქსმა კი მათ აქციაზე წასვლა ურჩია.

https://www.instagram.com/p/CBKJ959H5ID/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები