48 წლის ბენ აფლეკი ნამდვილად ეცადა, ჯეი ლოსთვის 52-ე დაბადების დღე ნამდვილ დღესასწაულად ექცია. მან გულისწორი 130 მილიონი დოლარის ღირებულების იახტაზე წაიყვანა და დაუვიწყარი ევროპული ვოიაჟი მოუწყო.
თავდავიწყებას მიცემული „ბენიფერი“ – წყვილის უახლესი ფოტოები ძვირადღირებული იახტიდან
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის. ბენმა ჯენიფერს ოქროს სამკაულების კოლექცია აჩუქა, რომელიც მათი სიყვარულის ხანგრძლივ და არაორდინალურ ისტორიას ასახავს. კულონები ინიციალებით და სხვადასხვა წნულის ცეპები ბენს 45 ათასი დოლარი დაუჯდა. სამკაულები ჯეი ლომ „ინსატგრამზე“ გავრეცელებულ პირველსავე ფოტში მოირგო.