ანჯელინა ჯოლი შესანიშნავი დედაა, ის შვილებთან დიდ დროს ატარებს. ვარსკვლავი შვილებთან ერთად საყიდლებზე არაერთხელ შეუნიშნავთ.
„რა სჭირს ვივიენს“ – ანჯელინა ჯოლი ქალიშვილთან ერთად H&M-ში შოპინგის დროს გადაიღეს
ფოტო: ზაჰარა პიტს 17 წელი შეუსრულდა – რა თხოვნა შეუსრულა გოგონას ანჯელინამ
ამჯერად, 46 წლის მსახიობი 13 წლის ვივიენთან ერთად გამოჩნდა. დედა-შვილმა მაღაზიები შემოიარეს, თუმცა ვერაფერი შეიძინეს, მათი ბოლო გაჩერება მაღაზია Urban Outfitters გახდა, ჯოლის არაფერი უყიდია, აი თინეიჯერი ვივიენი კი ხელდამშვენებული გამოვიდა სავაჭრო პუნქტიდან.
აღსანიშნავია, რომ გოგონას ჩაცმის სტილი შეიცვალა, მას დახეული ჯინსის შარვალი და ნაცრისფერი მაისური ეცვა, აი ჯოლი კი, როგორც ყოველთვის გლამურულად გამოიყრებოდა, მან არჩევანი კვლავ შავ ტანისამოსზე გააკეთა, მას გრძელი მანტო ეცვა.
ფოტო: შაილო ანჯელინას სულ უფრო მეტად ემსგავსება – ვარსკვლავური დედა-შვილის მორიგი გამოჩენა