დევიდ ბექჰემი დედოფალ ელიზაბედთან გამოსამშვიდობებლად მივიდა. ემოციური ვიდეო და ფოტოები ინტერნეტსივრცეში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ცრემლები ვერ დამალა და მონარქის კუბოსთან მისული, ატირდა. ემოციურ მომენტს წინ 13 საათიანი მოლოდინი უძოდა.
„იმდენად გამიმართლა, რომ ცხოვრებაში რამდენჯერმე ვიყავი მისი უდიდებულესობის გვერდით. სამწუხარო დღეა, მაგრამ ამ დღეს უნდა გავიხსენოთ ის წარმოუდგენელი მემკვიდრეობა, რომელიც მან ჩვენთვის დატოვა“, – განაცხადა დევიდმა.
დედოფალი ელისაბედი – მონარქის უიშვიათესი ფოტოები და ტრაგედიები, რომელსაც ის თავაწეული ხვდებოდა