გასულ თვეს, დასავლური მედია ბრედ პიტისა და პოლ უესლის ყოფილი მეუღლის, ინეს დე რამონთან რომანის შესახებ ალაპარაკდა. წყვილი ერთად ბონოს კონცერტზე გამოჩნდა. შემდეგ იყო ინსაიდერის განცხადება იმის შესახებ, რომ ბრედმა ინესი „ბაბილონის“ პრემიერის შემდეგ გამართულ ვარსკვლავურ წვეულებაზე მიიყვანა.
ახლა კი ინტერნეტსივრცეში უახლესი ფოტოები გავრცელდა. 59 წლის ბრედმა იუბილე ახალ მეგობარ გოგოსთან ერთად აღნიშნა. წყვილი მანქანით სეირნობდა, შემდეგ კი მათ განმარტოება ტყის პირას გაწყვიტეს. ბერდი 30 წლით უმცროს ინესთან საოცრად მხიარულად გამოიყურებოდა. ისინი ბევრს იცინოდნენ და ერთმანეთს ეფლირტავებოდნენ.