LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილსთან განშორების შემდეგ, ოლივია უაილდი ყოფილ ქმართან ერთად გადაიღეს

277
Untitled.pngdfg

როგორც ცნობილია, 28 წლის ჰარი სტაილსი და 38 წლის ოლივია უაილდი ერთმანეთს ორ წლიანი რომანის შემდეგ დაშორდნენ. რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ინსაიდერებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ჰარისა და ოლივიას რადიკალურად განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ.

ჰარი სტაილსი და ოლივია უაილდი ორ წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ

მათი განშორების შემდეგ, ოლივია ყოფილ ქმართან, ჯეისონ სუდიეკისთან ერთად დააფიქსირეს. ექს-მეუღლეები ერთი შენობიდან ორ საათიანი საუბრის შემდეგ გამოვიდნენ. ოლივიას არც თუ ისე მხიარული სახე ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი შვილებზე მეურვეობის მოსაპოვებლად იბრძვის.

შეგახსენებთ, ორი თვის წინ  ჯეისონისა და ოლივიას შვილების ძიძის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ჯეისონმა მეუღლის ღალატის შესახებ შეიტყო. მისი განცხადებით, ჯეისონმა ეს ფაქტი ძალიან მძიმედ გადაიტანა. ის მეუღლეს აშანტაჟებდა და ჰარი სტაილსთან პაემანზე არ უშვებდა. მან თვითმკვლელობაც კი სცადა.

ძიძის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ოლივია უაილდი ჰარი სტაილსთან ერთად პირველად გამოჩნდა

როდესაც ჯეისონმა გაიგო, რომ ოლივია უაილდმა მას ჰარი სტაილსთან უღალატა, ატირდა და მანქანას უვარდებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები