LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერი ირის ვან ჰერპენის კაბით – მომღერალმა ახალი სინგლი დააანონსა (ფოტო)

160
BeFunky-collage (8)

კეტი პერიმ ახალი სინგლის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Never Really Over – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც დღის სინათლეს 31 მაისს იხილავს.

გაირკვა, რომ ტრეკი 34 წლის შემსრულებელის მომავალ, რიგით მე-6 სტუდიურ ალბომში შედის, რომლის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ სიახლის გარეკანზე ამერიკელი მომღერლი ქერა თმითა და ჰოლანდიელი დიზაინერის, ირის ვან ჰერპენის 2019 წლის საგაზაფხულო კოლექციის სტაფილოსფერი კაბით მოგვევლინა, რომელსაც თვალისმომჭრელი ღრმა დეკოლტე აქვს.

 

View this post on Instagram

 

5.31.19 Pre-save in bio. #NeverReallyOver ?

A post shared by KATY PERRY (@katyperry) on

შეგახსენებთ, რომ კეტი პერიმ ცოტა ხნის წინ დედი იანკთან და სნოუსთან ერთად Con Calma-ს რემიქსზე იმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები