LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი ვინაობა შოკში ჩაგაგდებთ“- კანიე უესტი მეორე შვილის დაბადების შემდეგ, კიმ კარდაშიანს პოპულარულ მომღერალთან ღალატობდა

556
page

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ცნობილი ვარსკვლავური წყვილი, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ ბევრი რამ დაიწერა. ჰიპ-ჰოპ არტისტს არაერთ რომანში ადანაშაულებდნენ.

ჯეფრი სტარი კანიე უესტთან რომანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

„რაღაც მომენტში ის მიხვდა, რომ კანიე მას ვერ აკმაყოფილებდა“ – 2 თვიანი რომანის შემდეგ ირინა შეიკი და კანიე უესტი დაშორდნენ

სულ ცოტა ხნის წინ კი გამოცემა The Sun-მა ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა. მისი განცხადებით, კანიე უესტი კარდაშიანს მეორე შვილის, სეინტის დაბადების შემდეგ პოპულარულ მომღერალთან ღალატობდა.

„კიმისთვის ეს ძალიან რთული იყო, ის ცოტა ხნის ნამშობიარევი იყო და ფიქრობდა, რომ ღალატის მიზეზი მისი შეცვლილი სხეულის ფორმები იყო, რაც შეეხება ქალს, ვისთანაც არტისტი ცოლს ღალატობდა, მისი ვინაობა შოკში ჩაგადებთ“, – აცხადებს სანდო წყარო, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს.

ინსაიდერის თქმით, ჰიპ-ჰოპ არტისტი მაშინ ჰოლივუდში, თავის ბინაში ცხოვრობდა, რასაც იმით ხსნიდა, რომ ბინა მისი სტუდიის მახლობლად მდებარეობდა.

შეგახსენებთ, კიმსა და კანიეს 7 წლიანი ქორწინება აკავშირებდათ, მათ 4 შვილი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები