ბოლო პერიოდში 56 წლის მონიკა ბელუჩი თაყვანისმცემლებს სიურპრიზებით ანებივრებს. გასულ თვეს ამერიკულ გამოცემა Sorbet Magazine-ს 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჟურნალმა საოცარი ფოტოსესია მოაწყო. მთავარი გმირი კი სწორედ მონიკა ბელუჩი გახდა. ვარსკვლავმა გამოცემისთვის კაბარეს სტილი მოირგო.
ახლახანს კი ინტერნეტსივრცეში უახლესი ფოტოები გავრცელდა, ვარსკვლავი Cartier-ისთვის პოზირებს. მონიკა შეუდარებლად გამოიყურება, მან ტიმო სანდერის ფოტოობიექტივში არაერთი საინტერესო იმიჯი მოირგო.
ერთ-ერთ ფოტოში კი ვარსკვლავს „მაქს მარას“ პიჯაკი აცვია.