LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკა ბელუჩიმ მადონას იმიჯი გაიმეორა – 56 წლის ვარსკვლავის საოცარი ფოტოსესია

139
page

ამერიკულ გამოცემა Sorbet Magazine-ს 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჟურნალმა საოცარი ფოტოსესია მოაწყო. მთავარი გმირი კი 56 წლის მონიკა ბელუჩი გახდა. ვარსკვლავმა გამოცემისთვის კაბარეს სტილი მოირგო. ფოტოსესიისთვის მსახიობმა არაერთი გლამურული „ლუქი“ მოიხდინა. მას Cartier-ის  სამკაულები ეკეთა, მამაკაცების გარემოცვაში ცეკვავდა და მართლაც შეუდარებელ ფორმაში იყო.

ფოტოები და ვიდეო თავად მონიკამ გაავრცელა სოციალური ქსელი საშუალებით. თუკი კლიპს ნახავთ მიხვდებით, რომ იტალიელმა ლამაზმანმა პოპ-ვარსკვლავის, მადონას იმიჯი გააცოცხლა ლეგენდარული კლიპიდან – Material Girl.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები