თებერვლის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ლოპესი ახალი ფილმის გადაღებებისთვის ემზადება. კინოსურათი, Hustlers at Score, რომელშიც 49 წლის ვარსკვლავი სტრიპტიზიორის როლს მოირგებს, დღის სინათლეს 2020 წელს იხილავს.
ჯენიფერ ლოპესი სტრიპტიზს ეუფლება (ვიდეო)
ინტერესი პროექტის მიმართ კიდევ უფრო მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რამდენიმე საათის წინ, ლორინ სკაფარიას ახალი ნამუშევრის სამსახიობო შემადგენლობა დასახელდა.
გაირკვა, რომ ჯეი ლოს პარტნიორობას ფილმში ჯულია სტაილზი, კეკე პალმერი, ლილი რეინჰარტი, კონსტანს ვუ და ქარდი ბი გაუწევენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს უკანასკნელი კინოდებიუტისთვის ემზადება, თავად ეპატაჟურმა რეპერმაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალურ კარიერამდე ქარდი ბი თავს სტრიპტიზიორობით ირჩენდა.