ვენსან კასელისა და ნარა ბაპტისტას რომანის დადასტურების შემდეგ, მედიის მთელი ყურადღება მსახიობის ექს-მეუღლისკენ, ტინა კუნაკისკენაა მიმართული. მოდელის „ინსტაგრამ“ გამომწერები ტინას ყველა პოსტში ქვეტექსტს ეძებენ.
ამჯერად ვარსკვლავმა ახალი, შთამბეჭდავი ფოტოების სერია გაავრცელა. ერთ-ერთ ფოტოში ტინა საწოლში, ჭიქა ღვინით ხელშია წარმოდგენილი და საკმაოდ სევდიანი სახე აქვს.
ფოტოებს ტრადიციულად უამრავი კომენტარი მოჰყვა:
„როცა ექს-ქმარი გენატრება“, „როგორი მოწყენილია“, „გულგატეხილი მშვენება“, „და ამ დროს ვენსანი ვისთანაა“
ტინა კუნაკის „რევანშისტული ფოტოები“ და დაშიფრული სიტყვები ვენსანისთვის – მოდელის უახლესი პოსტი